პროექტის სახელი:სასკოლო გაზეთი "ნორჩი ჟურნალისტი"
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გამოუშვებენ რუსულენოვან სასკოლო გაზეთს.
პროექტის სრული აღწერა:კლასი დაიყოფა 5 ჯგუფად, თითოეული ჯგუფი ირჩევს დავალებას იმის მიხედვით, რა სამუშაოს შესრულებასაც შეძლებენ। I ჯგუფია "მხატვრები"–ისინი გაზეთის მხატვრულ მხარეზე იზრუნებენ, II "ფოტოგრაფებს" სურათების გადაღება და დამზადება ევალებათ, III ჯგუფს "ისტორიკოსები" ჰქვიათ–ისინი სხვადასხვა საინტერესო ნივთების ისტორიებს მოამზადებენ(შოკოლადის,ყავის, ოლიმპიური თამაშების) , IV–"ჟურნალისტები" ინტერვიუებს აიღებენ სკოლის პოპულარული მოსწავლეებისაგან, V "ცნობისმოყვარენი" ამზადებენ სტატიებს საგაზეთო რუბრიკისათვის " იცით თუ არა თქვენ" როდესაც ყველა ჯგუფი შეასრულებს სამუშაოს, მოხდება ნამუშევრების პრეზენტაცია მოსწავლეები აარჩევენ საუკეთესო წერილებს, ინტერვიუებს,ისტორიებს, სურათებს ბოლო ეტაპი არის მასალების ფორმატის ფურცელზე დაწერა,მხატვრულად გაფორმება და სკოლის ფოიეში გამოკვრა, სადაც მას სკოლის სხვა მოსწავლეებიც წაიკითხავენ. ასევე შექმნიან ვებ ბლოგს, სადაც განათავსებენ თავიანთ გაზეთს.
მონაწილეთა ასაკი:VIII კლასის მოსწავლეები.
ვადები:II ტრიმესტრის განმავლობაში
პროექტის შესაძლო აქტივობები:პროექტზე მუშაობის პერიოდში კლასში ვატარებ საერთო საკლასო მუშაობას, ჯგუფურ მუშაობებს,ნამუშევრების პრეზენტაციებს, მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო მასალებს.
მოსალოდნელი შედეგები:პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები უკეთ მიაღწევენ ესგ–ით გათვალისწინებულ შედეგებს:შეძლებენ გაიგონ მარტივი კორესპოდენცია,გაიგოს ინტერვიუ, დიალოგი,შეთხზას მცირე მოცულობის თხრობითი ტექსტი.გამოშვებული იქნება რუსულენოვანი გაზეთი"ნორჩი ჟურნალისტი"
სარგებელი სხვებისათვის:გაზეთში არის ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტები რომლებიც სკოლის სხვა მოსწავლეებსაც დააინტერესებს.
სამუშაო ენა:რუსული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ისტ–ის საშუალებით მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალებს.
ფასილიტატორის ვინაობა:რუსული ენის მასწავლებელი ირმა სარალიძე.
პროექტის ფასიტატორის ელ ფოსტა: irmasaralidze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ ბლოგი: irmasaralidze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий